საქართველოს საელჩო ავსტრალიის თანამეგობრობაში
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები
Toggle navigation
მედია ცენტრი
სიახლეები
განცხადებები
თანამშრომელთა საკონტაქტო ინფორმაცია
საელჩოს შესახებ
ელჩის მისასალმებელი სიტყვა
ელჩის ბიოგრაფია
საკონსულო განყოფილება
საკონსულო მომსახურებები
ტრეფიკინგი
e-Visa
საქართველოში დაბრუნებულ მიგრანტთა სარეინტეგრაციო დახმარების პროგრამა
მისამართი და მიღების საათები
საპრეზიდენტო არჩევნები 2018
ორმხრივი ურთიერთობები
ურთიერთობები საქართველოსა და ტუვალუს შორის
ურთიერთობები საქართველოსა და სოლომონის კუნძულებს შორის
ურთიერთობები საქართველოსა და ვანუატუს რესპუბლიკას შორის
ურთიერთობები საქართველოსა და ავსტრალიის თანამეგობრობას შორის
ურთიერთობები საქართველოსა და ფიჯის რესპუბლიკას შორის
ურთიერთობები საქართველოსა და ახალ ზელანდიას შორის
ურთიერთობები საქართველოსა და სამოას დამოუკიდებელ სახელმწიფოს შორის
დიასპორა
საკონტაქტო ინფორმაცია
„ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჰუმანიტარული კრიზისი არის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა“- დავით ზალკალიანი
30.10.2019 - საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი სოფელ იკოთის მკვიდრ მარგო მარტიაშვილის გარდაცვალების ფაქტს გამოეხმაურა და ხაზი გაუსვა ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დაცვისა და ჰუმანიტარული თვალსაზრისით შექმნილ ვითარებას, რომელიც მისი განცხადებით უმთავრეს გამოწვევად რჩება. საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით მომხდარი მკაცრად დასაგმობია და შემთხვევის თაობაზე საგარეო საქმეთა სამინისტრომ საქმის კურსში ჩააყენა საერთაშორისო თანამეგობრობა. დავით ზალკალიანის განცხადებით საქართველო მიმართავს მაქსიმალურ ძალისხმევას აღნიშნული პრობლემისა მიმართ საერთაშორისო თანამეგობრობის კონსოლიდაციისთვის.
„ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჰუმანიტარული კრიზისი არის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა. ჩვენ აქტიურ ნაბიჯებს ვდგამთ, რაც გამოხატულია საერთაშორისო თანამეგობრობის კონსოლიდაციაში, მუდმივ კავშირზე ვართ ჟენევის თანათავმჯდომარეებთან. გვქონდა შეხვედრა გაეროს გენერალური მდივნის მოადგილესთან, სადაც სწორედ ამ საკითხებზე გვქონდა დისკუსია, რათა მათ პოლიტიკურ დღის წესრიგში მუდმივად იდგეს საქართველო-რუსეთის კონფლიქტი და მისი თანმდევი შედეგების საკითხი, მათ ოკუპირებულ ტერიტორიებზე თავისუფალი გადაადგილების კუთხით შექმნილ მძიმე მდგომარეობაზე, რომელიც მართლაც ჰუმანიტარული კატასტროფის ტოლფასია. ადამიანები იღვიძებენ მავთულხლართებით შემოსაზღვრულ გარემოში და არ აქვთ საშუალება, რომ გადაადგილდნენ თავისუფლად, ეს მართლაც კატეგორიულად მიუღებელია და აუცილებელია, რომ საერთაშორისო თანამეგობრობამ, ყველა აქტორმა, რომელიც ჩართულია ჟენევის ფორმატში, თანათავმჯდომარეებმა, ეუთომ, ევროკავშირმა, გაერომ და ასევე, აშშ-მ, რომელიც ჩვენი მთავარი სტრეტეგიული პარტნიორია განსაკუთრებული აქცენტები გააკეთონ ამ თემაზე,“-განაცხადა ზალკალიანმა.
Tweet
ელჩის მისასალმებელი სიტყვა
ელჩის ბიოგრაფია
KA
KA
EN
A
A
A
A
A
A
A
A
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
ცხელი ხაზი:
(995 32) 294 50 00
მისამართი:
საქართველო, თბილისი, შ. ჩიტაძის ქ. 4
მედია ცენტრი
დიპლომატიური სამსახური
საგარეო პოლიტიკა
საკონსულო ინფორმაცია
საელჩოები და წარმომადგენლობები
საელჩოს გვერდი
სასწავლო ცენტრი
დიპლომატის გზამკვლევი
საჯარო ინფორმაცია
საიტის რუქა
ბმულები
კონტაქტი