საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოს მოქალაქეთა საყურადღებოდ! ინფორმაცია (COVID-19) გამო, დაწესებული შეზღუდვების თაობაზე

ბოლო პერიოდში გავრცელებული კორონავირუსის (COVID-19) გამო, ავსტრალიისა და საქართველოს საელჩოს გადაფარვის ქვეყნების მთავრობების მიერ გამკაცრებულ იქნა სამოგზაურო და ქვეყანაში შესვლის რეგულაციები.  

საქართველოს საელჩო საქართველოს მოქალაქეებს ურჩევს, ავსტრალიაში, ახალ ზელანდიაში, ფიჯის რესპუბლიკაში, ვანუატუში, სოლომონის კუნძულებზე, სამოას დამოუკიდებელ სახელმწიფოში და, ზოგადად, წყნარი ოკეანის რეგიონის ქვეყნებში მოგზაურობამდე, ახლოს გაეცნონ შესაბამისი მთავრობების მიერ გაცემულ რეგულაციებს კორონავირუსის გავრცელების თავიდან არიდების მიზნით გამკაცრებულ ზომებთან დაკავშირებით.

გთხოვთ, ასევე, გაითვალისწინოთ, რომ რეგულაციები ექვემდებარება ხშირ ცვლილებებს!

საჭიროების შემთხვევაში დაუკავშირდით ავსტრალიაში საქართთველოს საელჩოს ცხელ ხაზზე: +61 416 861 219

 

 

ავსტრალია:

ავსტრალიის მთავრობის მიერ 2020 წლის 19 მარტს მიღებულ იქნა გადაწყვეტილება უცხო ქვეყნის მოქალაქეების შესვლაზე შეზღუდვების დაწესებასთან დაკავშირებით.

უცხო ქვეყნის მოქალაქეების ავსტრალიაში შესვლის შეზღუდვა 2020 წლის 20 მარტს, ადგილობრივი დროით 21:00 სთ-ზე ამოქმედდება.

შეზღუდვები შეეხება უცხო ქვეყნის ნებისმიერ მოქალაქეს.

შეზღუდვები არ გავრცელდება ავსტრალიის მოქალაქეებზე, მუდმივი ბინადრობის მქონე პირებზე და მათი ახლო ოჯახის წევრებზე, ასევე, ახალი ზელანდიის მოქალაქეებზე, რომლებიც მუდმივად ცხოვრობენ ავსტრალიაში;

27 მარტის 23:59სთ-დან, ავსტრალიაში ჩამოსული ნებისმიერი პირი, სახელმწიფო სამსახურების მიერ ავტომატურად გადაყვანილ იქნება 14 დღიან კარანტინში, სპეციალურად გამოყოფილ სასტუმროებსა და სხვა დაწესებულებებში.

უცხო ქვეყნის მოქალაქეებმა, რომლებიც ავსტრალიაში ლეგალურად იმყოფებიან, უნდა შეიტანონ განაცხადი ვიზის გაგრძელებაზე, მოქმედი ვიზის ვადის ამოწურვამდე. იხილეთ აქ: https://immi.homeaffairs.gov.au/visas/visa-about-to-expire/stay-longer

ტრანზიტით მოსარგებლე მგზავრთათვის:

უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, 24 მარტის დღის 12 საათიდან, 48 საათი აქვთ, რათა მხოლოდ ახალი ზელანდიიდან ტრანზიტით მოახერხონ თავიანთ ქვეყნებში დაბრუნება, ავსტრალიის აეროპორტების მეშვეობით. ამ ვადის გასვლის შემდეგ ტრანზიტი იქნება შესაძლებელი მხოლოდ სასაზღვრო ძალების კომისრის თანხმობის საფუძველზე.

 

 

ვსტრალიაში ყოფნისას გასათვალისწინებელია, რომ:

 

საერთაშორისო საკრუიზო გემებს 30 დღის ვადით ეკრძალებათ ავსტრალიის პორტების გამოყენება.

ავსტრალიის მასშტაბით აკრძალულია მასობრივი თავშეყრის ღონისძიებები. დაუშვებელია 2-ზე მეტი პირის თავშეყრა როგორც დახურულ, ასევე, ღია სივრცეში. სოციალური დისტანცირების ეს რეგულაცია არ ვრცელდება ოჯახის წევრებსა და სამუშაო ადგილებზე.

სახლის დატოვება რეკომენდირებულია მხოლოდ:  სურსათისა და მედიკამენტების შესაძენად, სავარჯიშოდ (2 ადამიანზე გათვლილი სოციალური დისტანცირების წესის დაცვით); სამუშაო და სასწავლო მიზნებისთვის - იმ შემთხვევაში, თუ ამის გაკეთება დისტანციურად შეუძლებელია.

ავსტრალიის მთავრობა, მოსახლეობას „სოციალური დისტანციის“ (მაგალითად, ხელის ჩამორთმევისგან თავის შეკავება) დაცვისკენ მოუწოდებს.

დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ:

https://www.health.gov.au/news/health-alerts/novel-coronavirus-2019-ncov-health-alert

https://www.homeaffairs.gov.au/news-media/current-alerts/novel-coronavirus

 

 

ახალი ზელანდია:


კორონავირუსის (COVID-19) მასიური გავრცელების პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, ახალი ზელანდიის მთავრობის მიერ 2020 წლის 19 მარტს მიღებულ იქნა გადაწყვეტილება უცხო ქვეყნის მოქალაქეების შესვლაზე შეზღუდვების დაწესებასთან დაკავშირებით.

 2020 წლის 20 მარტიდან ქვეყანაში შესვლა შესაძლებელია მხოლოდ:

-          ახალი ზელანდიის მოქალაქეებისათვის;

-          ახალი ზელანდიის მუდმივი ბინადრობის მქონე პირთათვის და მათი უახლოესი ოჯახის წევრებისათვის. უახლოეს ოჯახის წევრს უნდა ჰქონდეს ვიზა და აუცილებლად მგზავრობდეს ახალი ზელანდიის მოქალაქის ან ბინადრობის მქონე პირის თანხლებით.

-          ავსტრალიის მოქალაქეებისთვის და მუდმივი ბინადრობის მქონე პირებისთვის, რომელთა მუდმივი საცხოვრებელი არის ახალ ზელანდიაში. დამატებით, ავსტრალიის მოქალაქეებსა და მუდმივი ბინადრობის მქონე პირებს და მათი უახლოეს ოჯახის წევრებს, უფლება აქვთ ტრანზიტით გავიდნენ ახალი ზელანდიიდან ავსტრალიაში.

გარდა ამისა, გამონაკლისი შეიძლება დაიშვას შემდეგ შემთხვევებში (თითოეული შემთხვევა განხილული იქნება ცალკე):

-          ჰუმანიტარული მიზეზები

-          ჯანდაცვის სფეროსა და პირველადი საჭიროების მუშაკები

-          სამოასა და ტონგას მოქალაქეები, რომელთაც პირველად საჭიროებისათვის სჭირდებათ ახალ ზელანდიაში შესვლა

-          მოკლევადიანი ვიზის მქონე პირები, რომლებიც წარმოადგენენ ახალ ზელანდიაში მცხოვრებ პირებს (ვინც ამჟამადაც ახალ ზელანდიაში იმყოფება), ასევე, სტუდენტური ვიზის ან დროებითი სამუშაო ვიზის მფლობელის პარტნიორი ან მზრუნველობის ქვეშ მყოფი პირები.

 

მკაცრი შეზღუდვებია დაწესებული ახალი ზელანდიის ტრანზიტით მოსარგებლე მგზავრებისთვის. იხილეთ აქ: https://www.immigration.govt.nz/about-us/covid-19/coronavirus-update-inz-response

კვლავ ძალაში რჩება რეგულაცია, რომლის მიხედვითაც უცხოეთიდან ახალ ზელანდიაში დაბრუნებულ ახალი მოქალაქეებსა და მუდმივი ბინადრობის მქონე პირებს მოეთხოვებათ სავალდებულო 14 დღიანი თვითიზოლაცია.

ახალი ზელანდიის „ჯანდაცვის ხაზი": +64 800 358 5453.


ახალ ზელანდიაში ყოფნისას გასათვალისწინებელია, რომ: 

კორონავირუსის (COVID-19) სწრაფი გავრცელების პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, ახალ ზელანდია 24 მარტიდან გადადის განგაშის მე-3 დონეზე, ხოლო 25 მარტის 23:59 სთ-ზე განგაშის მე-4 დონეზე, რაც გულისხმობს ქვეყნის სრულ იზოლაციას.განგაშის მე-4 დონე, ქვეყანაში ოთხი კვირის განმავლობაში შენარჩუნდება და საჭიროების შემთხვევაში გაგრძელდება.


 


დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ:

https://www.immigration.govt.nz/about-us/covid-19/coronavirus-update-inz-response?fbclid=IwAR3S7-XEmGQpyHaS95ipOc4YUpDBoK1nXMSsfiEB6wuEyTLI5K8wkTPRyqk

https://www.health.govt.nz/our-work/diseases-and-conditions/covid-19-novel-coronavirus

 


სამოას დამოუკიდებელი სახელმწიფო:

 

სამოას მთავრობის გადაწყვეტილებით:

1.       ქვეყნის ტერიტორიაზე ჩასული ყოველი მგზავრი სავალდებულო სამედიცინო შემოწმებას გაივლის.

2.       სამოას საზღვრის გადაკვეთამდე, მგზავრები ვალდებული არიან შეავსონ შესაბამისი სამედიცინო დეკლარაციის ფორმა.

 

სამოას მთავრობამ გაამკაცრა ქვეყანაში შესვლის პროცედურები, რომელიც 2020 წლის 19 მარტიდან შევიდა ძალაში.

ახალი შეზღუდვები მოიცავს შემდეგს:

1.       ავსტრალიიდან, ჩინეთიდან, ჰონგ-კონგიდან, მაკაოდან, იაპონიიდან, სინგაპურიდან, ტაილანდიდან, კორეის რესპუბლიკიდან, იტალიიდან, ირანიდან, ქუვეითიდან, ტაივანიდან, გერმანიიდან, ესპანეთიდან, საფრანგეთიდან, ბაჰრეინიდან, ავსტრიიდან, ბელგიიდან, კანადიდან, მალაიზიიდან, დანიიდან, ჩეხეთიდან, საბერძნეთიდან, ისლანდიიდან, ლუქსემბურგიდან, ნიდერლანდებიდან, ნორვეგიიდან, ყატარიდან, შვედეთიდან, შვეიცარიიდან, აშშ-დან, გაერთიანებული საემიროებიდან, გაერთიანებული სამეფოდან მომავალ მგზავრებს, სამოას საზღვარზე, მოეთხოვებათ  5 დღით განმავლობაში გაკეთებული კორონავირუსის ტესტის დამადასტურებელი ცნობის წარდგენა, რომელიც უნდა გამორიცხავდეს პირის დაინფიცირებას (COVID-19 დაინფიცირებული პირები, არ დაიშვებიან ქვეყნის ტერიტორიაზე);

2.       ზემოხსენებული ქვეყნებიდან მომავალმა მგზავრებმა, სამოაში შესვლამდე, 14 დღიანი კარანტინი უნდა გაიარონ უკანასკნელი გამომგზავრების ქვეყანაში და ამავდროულად, უნდა წარმოადგინონ იქ აკრედიტებული ექიმის მიერ გამომგზავრებამდე 3 დღის განმავლობაში გაცემული ცნობა. პირი, რომელიც ვერ დააკმაყოფილებს წარმოდგენილ მოთხოვნებს, არ დაიშვება სამოაში;

3.       გარდა ჩამოთვლილი ქვეყნებიდან, სამოაში მომავალი ნებისმიერი მგზავრი, მათ შორის, სამოას მოქალაქე, ვალდებულია წარმოადგინოს გამომგზავრების ქვეყნაში აკრედიტებული ექიმის მიერ 3 დღის განმავლობაში გაცემული სამედიცინო ცნობა;

4.       ყოველი მგზავრი ვალდებულია გაიაროს სამოას აეროპორტებში მოქმედი სამედიცინო შემოწმება;

5.       ჩარტერული რეისებისა და საკრუიზო გემების დაშვება სამოას ტერიტორიაზე აკრძალულია გაურკვეველი ვადით.

 დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთhttps://www.health.gov.ws/

 


სოლომონის კუნძულები:

 

სოლომონის კუნძულების მთავრობის გადაწყვეტილებით, 22 მარტიდან:

1. შეჩერებულია უცხოეთის მოქალაქეების სოლომონის კუნძულებზე დაშვება  (რეგულაცია არ ეხება მხოლოდ ავტორიზებულ სახელმწიფო მოსამსახურეებს, რომელთა დაშვება შეთანხმებულია ქვეყნის პრემიერ-მინისტრთან).

2. სოლომონის კუნძულების მოქალაქეები, ქვეყანაში შესვლის შემდეგ ვალდებულნი არიან დაექვემდებარონ 14 დღიან თვითიზოლაციას.

3. რეგულაციების დარღვევამ, შესაძლოა, გამოიწვიოს პირის დაკავება, ან დეპორტაცია.

 

4. სოლომონის კუნძულებზე მოქმედი გემები და ავიახაზები ვალდებული არიან აცნობონ ხომალდზე არსებული დაავადებული მგზავრის/ების შესახებ.

5. გემებისათვის დროებით ერთადერთ მისადგომ პორტებად განისაზღვრა ჰონიარა და ნორო. გემებს, რომლებიც მოემართებიან „შეზღუდული და ინფიცირებული ქვეყნებიდან“ მხოლოდ 14 დღის შემდეგ მიეცემათ გადმოსხმის უფლება, იმ შემთხვევაში თუ კორონავირუსით ინფიცირება არ დაფიქსირდება.

6. საკრუიზო გემები დაიშვებიან სოლომონის კუნძულების განსაზღვრულ პორტებში მხოლოდ შესაბამისი გადაწყვეტილების შედეგად (ყოველი საკრუიზო გემის პორტში შეშვების გადაწყვეტილება განხილულ იქნება განცალკევებულად). 

დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთhttp://ndmo.gov.sb/index.php/disaster-alerts-warnings/274-covid-19-solomon-islands-customs-directives

 


ვანუატუს რესპუბლიკა:

 

ვანუატუს მთავრობის გადაწყვეტილებით, 2020 წლის 20 მარტიდან:

 - ვანუატუს რესპუბლიკაში შეჩერებულია უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიღება;

 - ვანუატუს ტერიტორიაზე, გამონაკლისის სახით, შესაძლოა დაშვებულ იქნან ადგილზე აკრედიტებული დიპლომატიური მისიებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ვანუატუს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან შეთანხმებით. გადაწყვეტილება ძალაშია ახალ გაფრთხილებამდე; 

 - 24 მარტის გადაწყვეტილებით, ქვეყანაში, გაურკვეველი ვადით, სრულად ჩერდება საერთაშორისო საჰაერო მიმოსვლა.

 

ვანუატუმ 60 დღის ვადით შეწყვიტა საკრუიზო გემების, იალქნიან ხომალდებისა და სხვა საერთაშორისო გემების მიღება. 

 

დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ:

https://www.facebook.com/mofaicet/?__tn__=kCH-R&eid=ARA4jsSrtmgNJi21wZo2Sk6leGC5Y3RrYyyoxFeUOy6rOchv6wETo1_En7pOkRrFgDFkBws261Zg7LHx&hc_ref=ARS_HbE3xY1UXzwIycF66GQRNAYNvtjvS6PjZEIywulCQdcaj5ThGSeZ7pB2H1RQ5lw&fref=nf

https://www.facebook.com/Health-Promotions-Vanuatu-1674266679566197

 


ფიჯის რესპუბლიკა

 

იჯის მთავრობამ საგრძნობლად გაამკაცრა ქვეყანაში შესვლის რეგულაციები.

 

1.       ყოველი მგზავრი, ფიჯიში შესვლამდე ვალდებულია შეავსოს შესაბამისი სამედიცინო დეკლარაციის ფორმა.

2.       მგზავრები, ფიჯის ტერიტორიაზე შესვლისას, გაივლიან სავალდებულო სამედიცინო შემოწმებას.

 

ფიჯის მთავრობის 19 მარტის გადაწყვეტილებით:

 

-          2020 წლის 20 მარტიდან ფიჯის საზღვრები დაკეტილია ყველა იმ უცხოეთის მოქალაქისთვის, რომელიც ფიჯიში შესვლამდე 14 დღით ადრე იმყოფებოდა (თუნდაც ტრანზიტით) ჩინეთის ძირითად ტერიტორიაზე, ირანში, კორეის რესპუბლიკაში, ამერიკის შეერთებულ შტატებში, გაერთიანებულ სამეფოში და ევროპის ყველა ქვეყანაში.

 

-          2020 წლის 20 მარტიდან ფიჯიში შესულ ნებისმიერ პირს მოეთხოვება სავალდებულო 14 დღიანი თვითიზოლაცია.

 

ფიჯიმ 60 დღის ვადით შეწყვიტა საკრუიზო გემების, იალქნიან ხომალდებისა და სხვა საერთაშორისო გემების მიღება. 

ფიჯის ეროვნულმა ავიახაზებმა “Fiji Airways” მ/წლის მაისის ბოლომდე შეწყვიტა კომერციული საერთაშორისო ფრენები ნადი-სინგაპურის მიმართულების გარდა, რომელიც შეზღუდული გრაფიკით განხორციელდება.  მოცემულ პერიოდში, ავიაკომპანია ”Fiji Airways”, საერთაშორისო რეისებს, მხოლოდ ფიჯის მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნების მიზნით განახორციელებს, არსებული მოთხოვნის შესაბამისად.

 

 

ადგილობრივი ჯანდაცვის ცხელი ხაზი: +679 2219905

 

დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ:

http://www.health.gov.fj/

https://www.fiji.gov.fj/Media-Centre/Announcements 

https://www.facebook.com/foreign.affairs.fiji/

 


ტონგის სამეფო

2020 წლის 3 თებერვლიდან ტონგის მთავრობამ გაამკაცრა ქვეყანის ტერიტორიაზე შესვლის პროცედურები.

ტონგის მთავრობის 16 მარტის გადაწყვეტილებით:

 - ნებისმიერმა მგზავრმა ტონგაში ჩასვლისას უნდა წარმოადგინოს შევსებული „ჯანმრთელობის საჯარო დეკლარაციის ბარათი“.

 - ჩინეთიდან, იტალიიდან, კორეის რესპუბლიკიდან, ესპანეთიდან, საფრანგეთიდან, გერმანიიდან, აშშ-იდან, შვეიცარიიდან, ნიდერლანდებიდან, დიდი ბრიტანეთიდან, დანიიდან, შვედეთიდან, ნორვეგიიდან, იაპონიიდან, ბელგიიდან, ავსტრიიდან, ბაჰრეინიდან, სინგაპურიდან, ავსტრალიიდან, მალაიზიიდან, ჩეხეთიდან, სლოვენიიდან, პორტუგალიიდან, ფინეთიდან, ისრაელიდან, ქუვეითიდან, საბერძნეთიდან, ეგვიპტიდან, ერაყიდან, ირლანდიიდან, არაბეთის გაერთიანებული საემიროებიდან, ინდოეთიდან, ესტონეთიდან, ლიბანიდან, ტაილანდიდან, ინდონეზიიდან, სან მარინოდან, ფილიპინებიდან, რუმინეთიდან, პოლონეთიდან, საუდის არაბეთიდან, ისლანდიიდან, ყატარიდან, ირანიდან, კანადიდან, ბრაზილიიდან  მომავალი ან ამ ქვეყნების ტრანზიტით მოსარგებლე მგზავრებისათვის სავალდებულოა მესამე ქვეყანაში (და არა ჩამოთვლილ ქვეყნებში) 14 დღიანი თვითიზოლაცია, რის შემდეგადაც მათ უნდა მიიღონ დასტური, რომ არ არიან ინფიცირებული და მხოლოდ ამის შემდეგ ექნებათ ტონგაში შესვლის უფლება.

 - 2020 წლის 19 მარტის შემდგომ არცერთი საერთაშორისო საკრუიზო გემი და იალქნიანი ხომალდი არ დაიშვება ტონგაში.

დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ:

https://www.smartraveller.gov.au/destinations/pacific/tonga

 


პაპუა ახალი გვინეა

COVID-19 გავრცელების პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, პაპუა ახალი გვინეის მთავრობას გამკაცრებული აქვს ქვეყანაში შესვლის რეგულაციები.

-          შეწყვეტილია უცხო ქვეყნის მოქალაქეთათვის საზღვარზე ვიზების გაცემა. პაპუა ახალი გვინეის ვიზების მიღება მხოლოდ ქვეყნის დიპლომატიური წარმომადგენლობების მეშვეობით ხორციელდება.

-          ჩინეთის ძირითადი ტერიტორიიდან, ირანიდან, იაპონიიდან, კორეის რესპუბლიკიდან და იტალიიდან მიმავალი მგზავრები არ დაიშვებიან ქვეყნის ტერიტორიაზე.

-          გაერთიანებული სამეფოდან, მერიკის შეერთებული შტატებიდან და ევროკავშირის ყველა ქვეყნიდან (გარდა იტალიისა) მომავალ მგზავრებს მოეთხოვებათ პაპუა ახალი გვინეის გარეთ 14 დღიანი თვითიზოლაციის გავლა და აღნიშნულის დამადასტურებელი საბუთის საზღვარზე წარდგენა.

-          22 მარტიდან, ორი კვირის ვადით, შეჩერებულია ფრენები ჰონგ-კონგიდან, ფილიპინებიდან, ქ. ნარიტადან (იაპონია), ქ. სიდნეიდან (ავსტრალია), ქ. ჰონიარადან (სოლომონის კუნძულები) და ნადიდან (ფიჯი).

-           „კონტროლირებული“ ფრენები (ანუ საკარანტინო პროცედურებით) შენარჩუნდება მხოლოდ ქ. ბრისბენიდან (ავსტრალია), ქ. ქერნსიდან (ავსტრალია) და სინგაპურიდან.

-          პაპუა ახალი გვინეის პორტები აღარ მიიღებენ საკრუიზო გემებს, რომლებსაც 15-ზე მეტი მგზავრი გადაჰყავთ. ქვეყანაში მოქმედი პორტებია:  Port Moresby, Madang, Lae  და  Kokopo).

-          პაპუა ახალ გვინეასა და ინდონეზიას შორის სახმელეთო საზღვარი დაკეტილია.

 

 

კირიბატი

-          უცხოეთიდან კირიბატიში ჩამსვლელ ყველა პირს (კირიბატის მოქალაქეების ჩათვლით), მოეთხოვება იმ ქვეყანაში 14 დღიანი კარანტინი გავლა იმ ტრანზიტულ ქვეყანაში, სადაც არ არის დაფიქსირებული კორონავირუსის შემთხვევა.